ახალი ამბები
მომავალ 2-3 კვირაში შიდა ქართლში ომიკრონის შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს
შიდა ქართლში ომიკრონის შემთხვევები უკვე დადასტურებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქორჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში რეგიონში ომიკრონის შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს. ამის გამო, ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

,,ამ ეტაპზე გვაქვს ერთეული შემთხვევები. დადასტურებული აქვთ მოგზაურობის ისტორიის მქონე და მათთან კონტაქტში მყოფ პირებს. მომავალი 2-3 კვირა გვექნება ძალზე რთული ვითარება. ომიკრონს ახასიათებს მაღალი გადამდები ხასიათი. მართალია, კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა მას არ ახასიათებს, თუმცა ძალიან სწრაფად ვრცელდება. თავი შეიკავეთ ერთმანეთთან ვიზიტებისგან. ომიკრონისგან თავის საუკეთესო დაცვაა ვაქცინის მესამე - ბუსტერ დოზის გაკეთება.'' - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ორი შემთხვევა საქართველოში პირველად 2021 წლის 18 დეკემბერს გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები