ახალი ამბები
განცხადება აგვისტოს ომში დაზარალებულთათვის, რომლებმაც ევროსასამართლოში საჩივარი გაგზავნეს
2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ პირებს სთხოვენ, რომ დაუკავშირდნენ ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს'' წარმომადგენლებს.

ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) 2008 წლიდან ახორციელებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული პირების წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

,,2021 წლის ბოლოს, აღნიშნულ საქმეებზე ევროსასამართლოს მხრიდან დაიწყო კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, „უფლებები საქართველოს“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთ დაზარალებულთან დაკავშირება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, გვსურს საჯარო განცხადებით მივმართოთ გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში, თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნევში, სოფელ ბელოთში, სოფელ ქემერტში, სოფელ ნულში, სოფელ ქურთაში, სოფელ კეხვში, სოფელ ხეითში, სოფელ ძარწემში, სოფელ ზემო ნიქოზში და სოფელ ვარიანში რეგისტრირებულ იმ პირებს, ვისაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევდა და ვთხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „უფლებები საქართველოს“.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ℹ საკონტაქტო ინფორმაცია:

☎️ +995 (32) 299 88 56
☎️ +995 (593) 42 44 39
Print

სტატიის გამოყენების პირობები