ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 14 წევრი ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 14 წევრი ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ პარტია ,,ნიხასის'' წევრებმა განცხადება დღეს დაარეგისტრირეს.

,,ნიხასის'' წევრებიაცხადებსნ, რომ ბიბილოვი კონსტიტუციას არღვევს და ხალხის ინტერესს არ ითვალისწინებს.

ოპოზიციური პარტიის წევრების უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 1922 წლის მარტის დეკრეტის მიხედვით არ მოქმედებს.

როგორც ცნობილია, 1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა, რომლის საზღვრებიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში დადგინდა.

ამ დეკრეტის მიხედვით, როგორც ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, ორჭოსანი, გუჯაბაური, არცევი და სხვა სოფლების მიწები საქართველოს შემადგენლობაში ექცევა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედის წნელისთან ერთად.

ბიბილოვი განმარტავს, რომ თუკი 1922 წლის მარტის დეკრეტის საფუძველზე იმოქმედებს, საქართველოს შემადგენლობაში, ჩორჩანასა და წნელისის სანაცვლოდ, ცხინვალის რაიონის სოფლები: ორჭოსანი, გუჯაბაური, არცევი და სხვა სოფლები ექცევა.

ეს განცხადება ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტის სესიაზეც გააკეთა, რაზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს და დოკუმენტი მოითხოვეს. ბიბილოვმა მათ უპასუხა, რომ დოკუმენტი შეუძლიათ ნახონ ამირან დიაკონოვთან, რომელიც ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წარმომადგენელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები