ახალი ამბები
ქარელის ხიდის რეაბილიტაცია 2022 წლის აპრილში დასრულდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მეექვსე ცვლილება შევიდა იმ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანია ,,არილთან'' 2020 წლის სექტემბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დადო.

საქმე ეხება ქარელის მთავარი ხიდის რეაბილიტაციის პროექტს, რომელზეც 1,1 მლნ ლარი იხარჯება. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას ათვისებული აქვს თანხის 60%.

მესამე წელია ქარელის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივია, რისთვისაც მოქალაქეებს რიგში დგომა უწევთ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიას ვადა რამდენჯერმე გადაუწია. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კი 11 ათასი ლარით დააჯარიმა.

სამუშაოები 2021 წლის 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ვადა 2021 წლის ნოემბრამდე მისცეს, შემდეგ დეკემბრამდე და ა.შ.

ამჟამად ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 17 აპრილამდე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები