ახალი ამბები
გორის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო
გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს.

ოფიციალურ დოკუმენტებს, ამჯერად, ხელს  ნიკა (ნიკოლოზ) ღვინიაშვილი აწერს. ამ დოკუმენტებში 11 იანვრიდან გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად მოხსენიებულია ღვინიაშვილი.

ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით გასულია მხოლოდ 73 დღე.

თუ რატომ აიღო შვებულება გორის მერმა, ამის შესახებ პასუხს პრეს-სამსახურისგან ველოდებით.

XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები