ახალი ამბები
დეკემბერში გამყოფ ხაზთან 55 მოქალაქე დააკავეს
გასულ ერთ თვეში გამყოფ ხაზთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 33 მოქალაქე ე.წ. საზღვრის დარღვევის, ხოლო 22 მოქალაქე სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის გამო დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულთა უმრავლესობა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ნაწილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში (ოკუპირებულ ნაწილში) ნებართვის გარეშე შევიდა, ნაწილმა კი ე.წ საზღვრის გადაკვეთა და იმ ტერიტორიაზე გადასვლა აცადა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

დაკავებულთა სტატისტიკა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებისგან მკვეთრად განსხვავებულია. სუს-ი მხოლოდ იმ მონაცემებს ფლობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 55 მოქალაქიდან ნაწილი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა, ნაწილს კი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა. 6 მოქალაქის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები