ახალი ამბები
შიდა ქართლში ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა იზრდება
შიდა ქართლში ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის მანძილზე დადებითოდიბის მაჩვენებელი იმატებს.

,,მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვიმყოფებით. ომიკრონის ცირკულაციის მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით არის 30%, ხოლო დედაქალაქში 60%. ამ ეტაპზე, რეგიონში საწოლფონდის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ის ადამიანები მოთავსდნენ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ჭირდება.'' - აცხადებს ქორჩაშვილი.

იგი ასევე განმარტავს, რომ თუკი რეგიონში ომიკრონის შტამი დომინანტი გახდება, შესაძლოა პაციენტების უმრავლესობამ კორონავირუსი სახლის პირობებშიც გადაიტანონ.

,,380 კოვიდსაწოლია მობილიზებული, აქედან თავისუფალია 30-35%. საიმედო გამოსავალი გვაქვს ის, რომ ომიკრონს არ ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა, როგორც დელტა შტამს.'' - აღნიშნავს ქორჩაშვილი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: შიდა ქართლი - 262 ახალი შემთხვევაა.

ქვეყნის მასშტაბით 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები