ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე საცობია
თოვლიანი ამინდის გამო გართულებულია მოძრაობა საავტომობილო გზებზე. რიკოთის უღელტეხილზე საცობებია.

მგზავრები იტყობინებიან, რომ სპეცტექნიკა ყველგან არ მუშაობს.  არის ავტოსაგზაო შემთხვევებიც. 

დღეს დილიდან შიდა ქართლის ტერტორიაზე ინტენსიურად თოვს. განსაკუთრებით ხაშურის მუნიციპალიტეტში.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დილიდან მობილიზებულია ა(ა)იპ "ხაშურსერვისის" შესაბამისი სამსახური, რომლებიც იმ საავტომობილო გზებზე მუშაობენ, რომელიც მერიას ეკუთვნის.

,,ამ დროისთვის ტექნიკური მარილი მოყრილია ხაშურის ქუჩებში, სოფელ ბეკმის მისასვლელ გზაზე, ასევე ნარვანის ჩასასვლელთან. დიდთოვლობისგან გამოწვეული საგზაო შეფერხებების საწინააღმდეგო სამუშაოები გაგრძელდება. ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ეტაპობრივად განვაახლებთ.'' - აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები