ახალი ამბები
წინარეხელები კასპის მერიას სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდირებას სთხოვენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მიკროავტობუსის მოძრაობა ჩერდება.

ამის შესახებ მოსახლეობას სამგზავრო ტრანსპორტის მძღოლი ბაკურ მერებაშვილი ავრცელებს 

მისი თქმით, საწვავის სიძვირისა და მგზავრთა რაოდენობის სიმცირის გამო, ყოველდღიურად მოძრაობა უჭირს. 

მიკროავრობუსი 9 იანვარს დაინიშნა. ამ მოკლე ხანში მძღოლმა გაწეული ხარჯების ანაზღაურება ვერ შეძლო.

მოსახლეობა, ფინანსური რესურსების გამოყოფის თხოვნით, კასპის მერიას მიმართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები