ახალი ამბები
კირბალის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ
კირბალის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

ქაცარავას ინფორმაციით, სამხედროებმა სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს, რის შედეგადაც სოფლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩება.

გუგლის რუკის მიხედვით, საოკუპაციო ხაზი ყოფს სასაფლაოს. ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას რამდენიმე მეტრით უახლოვდება.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები