ახალი ამბები
აგვისტოს ომის დროს გაუჩინარებულ ოსი მოქალაქეების საკითხზე ერგნეთში შეხვედრა გაიმართა
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამი ოსი მოქალაქე გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ისინი ტყვედ ჩავარდნენ.

ტყვედჩავარდნილების ვიდეო  ინტერნეტში მაშინვე გავრცელდა, თუმცა დაკავებულების კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

ვიდეოს მიხედვით, ოსი ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. მათ შორის დიალოგი ქართულ-რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. დღემდე ვერ დაადგინეს,, თუ რომელ განყოფილებაშია ვიდეო გადაღებული.

მას დაკარგულები არიან: ხაჩიროვი, ხუგაევი და ფილიევი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნიკა სიმონიშვილი ესწრებოდა.

სიმონიშვილი დაზარალებულების ინტერესს იცავს. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მან დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა:

" შინაარსზე ვერ ვისაუბრე. ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით, მეტის თქმა არ შემიძლია. შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი. მეტს ვერაფერს გეტყვით. თუ ვის შორის იყო შეხვედრა, ვერ გეტყვით. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ შემიძლია არაფრის თქმა, რადგან არ შევხვედრივარ იმ პირებს ვისთანაც ამ კითხვის დასმის საშუალება მექნებოდა" - განაცხადა საიას იურისტმა ნიკა სიმოშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები