ახალი ამბები
ზეღდულეთში სადავო მიწებზე დროშა აღმართეს
დღეს დილით აქცია გაიმართა სოფელ ზეღდულეთში. ადგილობრივმა მოსახლეობამ სადავო მიწის ფართობზე საქართველოს დროშა აღმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიწის კერძო მფლობელებთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. სადავო მიწის 75 ჰა-დან კერძო მფლოლებელი მხოლოდ 25 ჰა-ის დათმობას აპირებენ.

ზეღდულეთელები აცხადებენ, რომ ეს რაოდენობა საძოვრებისთვის არასაკმარისია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი (კომპანია ელგრანდის სახელით), რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან'' შეიძინეს.

,,ფუდლენდს'' საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. ფუდლენდი დააფუძნეს ინდოელმა ინვესტორებმა. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთები 2009 წელს შეიძინა კერძო პირმა თამაზ მღებრიშვილმა. მღებრიშვილმა კი ის ,,ფუდლენდს'' მიჰყიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები