ახალი ამბები
ხაშურში 3000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა
დღეს ხაშურიში 3000-მდე აბონენტს ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

,,ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა გიორგი ბალახაშვილმა მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელა.

ელექტროენერგია, მათ შორის, ხაშურის გამგეობას, საავადმყოფოს და რამდენიმე აფთიაქს შეუწყდა.

ამჟამად, პრობლემა მოგვარებულია.

ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს კომერციულმა ორგანიზაციებმა გენერატორები გამოიყენეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები