გორში, ხაშურსა და კასპში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ
,,ეტალონში" მონაწილე მოსწავლეებს შორის გამარჯვებულები
გამოვლიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.
პროექტი შიდა ქართლის სამ რაიონში 2-4 თებერვალს ჩატარდა.
2 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში "ეტალონი
მოსწავლის" ტიტულს სოფელ დოესის საჯარო სკოლის, მე-12 კლასის
მოსწავლე, მარიამ ხეჩიკაშვილი დაეუფლა.
3 თებერვალს ხაშურის სამუსიკო სკოლაში ,,ეტალონის მოსწავლის“ ტიტულს
ივანე ხრიკულის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხატია ლომიძე
დაეუფლა.
4 თებერვალს ქალაქ გორის კულტურის ცენტრში "ეტალონი მოსწავლის" ტიტულს
გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა კორინთელი დაეუფლა.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ “ეტალონის” შემოქმედებითი
გუნდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინოვაციურ პროექტს - ’’
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატს" ახორციელებს.
პროექტის მიზანია 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს "ეტალონი"
მოსწავლის გამოვლენა.
მასში ჩართულია საქართველოს 9 რეგიონი.
სულ 82 ქალაქი და მუნიციპალიტეტი.
21 მაისს საუკეთესოთა შორის საუკეთესო - საქართველოს 2015-2016
სასწავლო წლის "ეტალონი მოსწავლე“ თბილისის სპორტის სასახლეში
გამოვლინდება.
სტატიის გამოყენების პირობები