ახალი ამბები
ბიბილოვის ოპოზიცია ითხოვს, რომ ცხინვალიდან რუსეთის სამხედროები უკრაინაში არ გაგზავნონ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ოპოზიცია მიმართავს, რომ უკრაინაში არ დაუშვას რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცების გაგზავნა.

ამის შესახებ ინსტაგრამზე ,,ოსური დღის ამბების'' ჯგუფში განცხადება გავრცელდა. გუშინვე გავრცელდა კადრები, თუ როგორ ტოვებს სამხედრო ტექნიკა ცხინვალს, თუმცა ეს კადრები მალევე წაშალეს.

,,ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, თუ როგორ შეწყდა ბიბილოვის დროს მოსკოვთან კომუნიკაცია და შემცირდა კონტაქტები. შექმნილ ვითარებაში ნორმალური პრეზიდენტი მოსკოვში ჩაფრინდებოდა და დათანხმდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთიდან არც ერთი ადამიანი, გარდა მოხალისეებისა, უკრაინაში არ გაგზავნილიყო.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციური ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ბიბილოვის მთავრობას არ ჰყავს საკუთარი ჯარი.

,,ვინ დაიცავს რესპუბლიკას? რუსული ბაზის სამხედრო პერსონალი, უპირველეს ყოვლისა, იქ მომსახურე ადგილობრივი ბიჭები, მთავარი რესურსია საქართველოს მხრიდან აგრესიის ან პროვოკაციების შემთხვევაში. ამიტომ, ისინი უნდა დარჩნენ აქ, როგორც თავდაპირველად იყო განკუთვნილი. დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში სრული გაგებით მოეკიდებიან.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები