ახალი ამბები
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორში
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორში.

მემორიალთან გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უფრო ადრე, მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

9 აპრილის სახელობის სკვერში ჩატარდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. პანაშვიდის დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე ღონისძიება.

დღეს, 14:00 საათზე, ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება თომა ჩაგელიშვილის ფილმის ,,სერიათა ფილმი 9 აპრილი" - ს ჩვენება.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. გარდა დაღუპულებისა იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები