ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღის'' რეაბილიტაცია 2023 წლის ზაფხულში დასრულდება
გორში ახალბაღის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია ,,ავარდმა'' სამუშაოები 2021 წელს დაიწყო.

ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულებამდე პარკში შესვლა აკრძალულია.

,,შეიძლება ხე დაგეცეთ თავზე ან დენმა დაგარტყათ'' - გვითხრა ახალბაღის ტერიტორიაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც სამშენებლო ჯგუფს ხელმძღვანელობს.



პროექტის ღირებულება შეადგენს 8.95 მლნ ლარს. თავდაპირველი ტენდერი, რომელიც 2020 წელს ჩატარდა, ჩავარდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის გაფორმებული საინვესტიციო დაფინანსების შეთანხმების მიხედვით, რეაბილიტირებული ობიექტების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება გორის მუნიციპალიტეტს.

პარკი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და დეტალური ტექნიკური პროექტი შეთანხმებულია და დამტკიცებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები