ახალი ამბები
ვერ დაუმტკიცდათ წვრილმანი ხულიგნობა იმ პირებს, ვინც ,,ოცნების'' ოფისის კედელზე დაწერეს სიტყვა ,,ალტ ინფო''
დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სამი პირის მიმართ.

ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრები აღმოჩდნენ.

პოლიციამ სამივე მათგანი მას შემდეგ დააკავა, როდესაც ,,ქართული ოცნების'' ოფისის კედელზე გააკეთეს წარწერა - ,,ალტ ინფო''

პოლიციამ მათ მიმართ შეადგინა ოქმი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. რაც სახდელის სახით 50 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეში მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის არგუმენტაცია და სამივე პასუხიგებაში მიცემული პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.

,,ალტ ინფო'' პრორუსული ორგანიზაციაა, რომლის აკრძალვას სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები