ახალი ამბები
ქარელის კულტურის სახლს ჯანო ბაგრატიონის სახელი მიენიჭება
ქარელის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმაოდგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც შექმნილია კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ინიციატივა,- ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის მინიჭების შესახებ.

ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ჯანო ბაგრატიონი წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოდან იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები