ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 20 აპრილი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა,

აჭარა - 13,

იმერეთი - 39,

ქვემო ქართლი - 7,

შიდა ქართლი - 14,

გურია - 10,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11,

კახეთი - 9,

მცხეთა-მთიანეთი -4,

სამცხე-ჯავახეთი - 5,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 13, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 1 944 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები