ახალი ამბები
,,არაკეთილსინდისიერია, იცხოვრო მთლიანად რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე'' - გაგლოევი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ალან გაგლოევი მოქალაქეებს პირდება, რომ ისინი არ იცხოვრებენ რუსი გადამხდელების ხარჯზე.

ამის შესახებ რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, რადგან უკიდურესად არაკეთილსინდისიერია, იცხოვრო მთლიანად რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და, უფრო მეტიც, კორუფციული სქემების შემუშავება ამ თანხების გასატანად", - თქვა მან.

გაგლოევის თქმით, "ასე იყო აქამდე, მაგრამ აღარ განმეორდება".

"მე და ჩემი გუნდი ამას მტკიცედ გპირდებით. ჩვენი ისტორიის ეს სამარცხვინო გვერდი უნდა დაიხუროს", - განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევმა პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. მეორე ტური 28 აპრილს იმართება. სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები მას უჭერენ მხარს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები