ახალი ამბები
წიგნები საჩუქრად სკოლებს - ,,ეკვილიბრიუმი'' აგრძელებს კამპანიას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
ეკვილიბრიუმი ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის სკოლას ესტუმრა.

ორგანიზაციის წარმომადგენელბმა მოსწავლეებს წიგნები ჩაუტანეს.

,,გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა და წახალისება ყველაზე აქტუალური და საჭირო საქმეა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" უკვე წლებია აკეთებს. '' - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე.

მანამდე ორგანიზაცია "ეკვილიბრიუმმა" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ასობით ახალი წიგნი ჩაიტანა. გიორგი კეკელიძე ჯერ კიდევ მარტის თვეში არბოში, მერეთსა და კარბში იმყოფებოდა. შემდეგ სოფელ შინდისში.

"ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: არბოში, მერეთში, კარბში ასობით ახალი წიგნი ჩავიტანეთ "ბიბლუსთან" ერთად და ერთი დიდი საქმის სტარტიც მოვნიშნეთ, რომელსაც აპრილში შევუდგებით", - განაცხადა მერეთში ყოფნისას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები