ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაწყება მოსთხოვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი საპრეზიდენტო კანდიდატმა ალან გაგლოევმა შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაგლოევის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ავრცელებენ.

საჩივრის მიხედვით, ანატოლი ბიბილოვმა დაარღვია ე.წ. კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ცილისწამება.

პირდაპირ ეთერში დებატების დროს ანატოლი ბიბილოვმა მას 3 ადამიანის მკვლელი უწოდა.

გაგლოევი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში იგი იყო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს თანამშრომელი, შესაბამისად, ბიბილოვმა მოახდინა არა მარტო გაგლოევის, არამედ სახელმწიფო დაწესებულების დისკრედიტაცია.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რამდენიმე დღეში გაიმართება. პირველ ტურში არჩევნები ალან გაგლოევმა მოიგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები