ახალი ამბები
პროკურორის მტკიცებით, კასპში იპოთეკარი მოატყუეს
თბილისის პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მაკლერთან ერთად იპოთეკარი მოატყუა. ამის გამო, ბრალდებულს 4000 ლარი ჯარიმა დააკისრეს. დაზარალებულმა იპოთეკარმა კი 13500 ლარი დაკარგა.

პროკურორ თამარ პაპავას განცხადებით, თანხა მისთვის ჯერ არ დაუბრუნებიათ.

საქმე ჯერ გორის სასამართლოში განიხილეს. შემდეგ პროკურორმა თამარ პაპავავ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, უშედეგოდ.

როგორც ირკვევა, იპოთეკარს, სესხის სანაცვლოდ, კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კეთილმოწყობილი, ორსართულიანი სახლი აჩვენეს. გაფორმდა შესაბამისი სანოტარო აქტი.

პროკურორ თამარ პაპავას განცხადებით, ბრალდებულმა ,,მოტყუებით აჩვენა კასპის რაიონში მდებარე ორსართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენდა - 39 200 ლარს."

პროკურორმა ისიც განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბრალდებულმა აჩვენა გამსესხებელსა და შუამავლებს, იყო მისი საკუთრება, თუმცა ფაქტობრივად გაფორმებული ჰქონდა ახლო ნათესავის სახელზე, რომელიც მოაწერდა ხელს გარიგებას.

,,ბრალდებულმა შუამავლებს განუმარტა, რომ თანხას სესხად იღებდა თვითონ და მის დაბრუნებაზეც თვითონვე იყო პასუხისმგებელი, ხოლო იპოთეკით დასატვირთი უძრავი ქონება რეალურად იყო მისი საცხოვრებელი სახლი. გამსესხებელი ენდო მას, რადგან საუბარი იყო დამაჯერებელი და მისი სიტყვების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა" - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდების მტკიცებით, ფულის გამსესხებელს, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მიადგა 13500 ლარის - დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

სასამართლომ პროკურორს განუმარტა, რომ თუ რატომ გამოიტანა მისთვის ასეთი მსუბუქი სასჯელი. ბრალდებული მიისწრაფვის, რომ შეურიგდეს დაზარალებულს და აანაზღაუროს ზიანი, რაც სასჯელის შემსუბუქების საფუძველი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები