ახალი ამბები
ფსოუს საგუშაგოზე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცხინვალში 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტებზე ეძებდნენ
20 წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 49-წლის მამაკაცი მდინარე ფსოუს საგუშაგოზე დააკავეს. ბრალდებული აფხაზეთიდან რუსეთში მიდიოდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცს სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა. ამჟამად ბუქულოვის გვარით სარგებლობდა. სინამდვილეში კი, მისი გვარი მამიტოვია - აცხადებენ ცხინვალში.

ამავე განცხადების მიხედვით, მამიტოვმა 20 წლის წინ ორი თანასოფლელი ავტომატიდან მოკლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები