ახალი ამბები
გორში ხორციელდება პროექტი ,,ხელბურთი სკოლებში"
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ხორციელდება პროექტი, რომელიც ხელბურთის პოპულარიზაციასა და მისი სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პროექტის სახელწოდებაა ,,ხელბურთი სკოლებში". მას ხელბურთის ფედერაცია ახორციელებს.

ფედერაციის სპეციალისტები საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის საგაკვეთილო პროცესებს ესწრებიან, აკვირდებიან მოსწავლეების შესაძლებლობებს, შემდეგ კი პედაგოგებს გარკვეული სახის რეკომენდაციებს აძლევენ.

ამ ეტაპზე ხელბურთის ფედერაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ სოფელ თორტიზაში, ზერტის სკოლაში და ა.შ.

პროექტს მხარდაჭერას უცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები