ახალი ამბები
გორის სოფელ მარანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხანძარი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში. ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

მთლიანად დაიწვა ბინა, რომელშიც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის სისტემიდან გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტვ მონიტორინგისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩიხლაძეების ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიწვა ბინაში შენახული ფულიც. ასევე მობილური ტელეფონები და სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები