ახალი ამბები
საპატრიარქომ კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის მორჩილის ქმედებების შესახებ რეაგირება ეპარქიას დაავალა
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი.

ფაქტს საპატრიარქო გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა:

,,ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ▪️ როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება.'' - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები