ახალი ამბები
ხაშურში ნაპირსამაგრი კედელი ჩაინგრა
ხაშურში მდინარის სანაპიროზე ბეტონის კედელი დაინგრა. ადიდებულმა მდინარემ კედელს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც კონსტრუქცია წყალში გადავარდა.

ფაქტის შესახებ მოსახლეობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2022 წლის 25 მარტს აცნობა.

როგორც ხაშურის მერიაში ირწმუნებიან, ბეტონის კედელი დიდი ხნის წინაა გაკეთებული. ხოლო მთაში თოვლის დნობის შედეგად ადიდებულმა წყლის ნაკადმა დააზიანა და გადავარდა კალაპოტში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე გავიდა, მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები