ახალი ამბები
გორში სიელმისა და ახლომხედველობის შემთხვევები გახშირდა / ..გორმედის'' დასკვნა
,,გორმედი'' ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მობილური ტელეფონების ხშირი გამოყენება მოზარდებზე. ასე მაგალითად, ოფთალმოლოგი თეიმურაზ კუპრიაშვილი განმარტავს, რომ ბავშვებში გახშირებულია სიელმე და ასევე, უკვე ძალზე ხშირია ახლომხედველობის შემთხვევები:

,,ეს ძირითადად, გამოწვეულია მობილური ტელეფონების ძალზე აქტიურ რეჟიმში გამოყენებით და ამავდროულად, კომპიუტერული ტექნიკით ინტენსიურად სარგებლობით.'' - აღნიშნავს ექიმი.

თეიმურაზ კუპრიაშვილი განმარტავს, რომ როგორც სიელმის, ასევე ახლომხედველობის მართვა და მკურნალობა ბავშვებში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

გორის მერიის საინფორმაციო გვერდის - ,,გორის მაცნესთვის'' მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში იმატა კატარაქტის შემთხვევებმა 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში:

,,ბოლო პერიოდში, იმატა კატარაქტის შემთხვევებმა, თუმცა, ძირითადად, 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში. ჩვენი კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსთან" თანამშრომლობს და შესაბამისად, ოპერაციებიც ერთად კეთდება. მაგალითად, გუშინ, მორიგ საოპერაციო დღეს, სხვადასხვა ასაკის 20 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია კატარაქტაზე, რომელსაც ,,ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე უძღვებოდა.

ასევე, ასაკის მიუხედავად, ხშირად გვხვდება კატარაქტა ტიაბეტით დაავადებულ პირებში: ,,ოპერაცია ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ტარდება, რისთვისაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ოპერაციის დროს ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით.'' - აღნიშნა ოფთალმოლოგმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები