ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლების ფეკალური მასები მიწის ზევით ამოდის
გორში სადგურის დასახლების ფეკალური მასები მიწის ზევით ამოდის. ამის მიზეზი მილია, რომელიც საკანალიზაციო ნარჩენებს გამწმენდ ნაგებობამდე ვერ ატარებს.

ფეკალური მასა მთლიანად გადამამუშავებელ საწარმოში უნდა მოხვდეს, თუმცა, როგორც საწარმოს სპეციალისტმა გვითხრა, ეს შეუძლებელია:

,,თავის დროზე უნდა დამონტაჟებულიყო მსხვილი მილი. არ ყოფნის დიამეტრი და კანალიზაცია გადმოდის მიწის ზევით. შემდეგ არხში მიედინება და ჩადის დასახლებულ პუნქტამდეც კი' - გვითხრა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სადგურის დასახლებიდან ფეკალურ მასებთან ერთდ ,,საოჯახო ნივთებიც'' მოედინება.



როგორც ირკვევა, ფეკალური მასით შეწუხებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საწარმოების წარმომადგენლებიც, ასევე, ტემპერატურის დათბობასთან ერთად, სუნი მკვეთრად მომატებულია:

,,სუნი არა მარტო აწუხებს მათ, ვინც ახლოსაა, არამედ ჩვენთანაც შემოდის სუნი'' - ამბობს ფეკალური მასების გადამამუშავებელი საწარმოს საწარმოს წარმომადგენელი.



ქალაქ გორს უნიკალური ობიექტი გააჩნია. გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე ბიოგამწმენდიდან  მხოლოდ 2020 წელს 5 ტომარა სასუქი მიიღეს. საკანალიზაციო წყლის გადამუშავების შედეგად კი, ტექნიკურ (მეორად) წყალს იღებენ.

,,სადგურის დასახლებისთვის ეს დიდიც არის, რადგან წარმადობა დიდი აქვს, მაგრამ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში საჭიროა გამწმენდი ნაგებობები, მაგას არ უნდა ლაპარაკი. მიიღება საუკეთესო სასუქი, მაგრამ ეს ისეთი მცირე რაოდენობაა, რომ წელიწადში შეიძლება მოვაგროვოთ 4-5 ტომარა. მაგრამ ეს რომ იყოს დიდი დანადგარი, დიდი წარმადობა დადი დასახლება იყოს, [სასუქის] რაოდენობა ისეთი იქნებოდა, სასუქად გამოიყენებდა ადამიანი."- ამბობს გელა ასკილაშვილი.

მსგავსი ნაგებობები ეკოლოგიის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების რეკომენდაციებით შენდება კანალიზაციის გაფილტვრის შემდეგ დარჩენილი მასის გამოყენება კი სასუქადაა შესაძლებელი.

ე.წ. წყალარინების ბუნებრივი გამწმენდი ნაგებობა გორში 2016 წლიდან მუშაობს, ის ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს, სადგურის დასახლებას მოიცავს.

გორის დანარჩენი უბნები ამ დანადგარს ვერ უკავშირდება, რადგან ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. ქსელში მთელი ქალაქის ჩართვის შემთხვევაში მდინარე მტკვარში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები