ახალი ამბები
რას საქმიანობდა სკოლა პანდეემის დროს? - ხაშურის #1 სკოლაში გამოფენა გაიმართა
ხაშურის N1 საჯარო სკოლის მიერ მოეწყო - ,,განათლების გამოფენა - 2022". გამოფენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანში გაიმართა.

როგორც სკოლაში აცხადებენ, პანდემიის გამო, სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესში შემცირდა მშობელთა და თემის ჩართულობა.

,,ამან, სკოლაში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესის და ამ პროცესის დროს შექმნილი პროდუქტების შესახებ, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში მოეწყო სივრცე კლასებისთვის/მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისთვის, სადაც გამოფენილი იყო სწავლა/სწავლების დროს შექმნილი პროდუქტები და მოხდა მათი წარდგენა დამთვალიერებლებისთვის.'' - აღნიშნეს სკოლაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები