ახალი ამბები
ევროპის 2022 წლის ჩემპიონები - ქარელიდან და ხაშურიდან
ბოლო ორ დღეში შიდა ქართლიდან ევროპის 2022 წლის ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.

ტატო ქარელიდანაა, ხოლო ლუკა მაისურაძე - ხაშურიდან.

ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს ბულგარეთში დაიწყო. ის მხოლოდ ინდივიდუალური ფორმატით იმართება, გუნდური  არ იქნება. 

საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას 11 ძიუდოისტი იღებს 9 ვაჟი და 2 ქალი. 

ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი - 81 კგ წონით კატეგორიაში.

ტატო გრიგალაშვილი 23 წლისაა. მან ევროპის ჩემპიონის ტიტული 2020 წელსაც მოიპოვა. იმავე 2020 წელს გრანდ-სლემი მოიგო, 2019 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორი. 2018 წელს ევროპის თასი მოიგო ახალგაზრდებს შორის.

ლუკა მაისურაძე 24 წლისაა - ევროპის ჩემპიონი ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ახალგაზრდებს შორის. მანამდე 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები