ახალი ამბები
,,მდინარის სანაპიროზეც აღარ გვატარებენ!'' - აქცია ციცაგიანთკარში


დღეს დილით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ციცაგიანთკარში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის კუთვნილი საძოვრები გაიყიდა, ხოლო იქ სადაც დარჩა თავისუფალი ტერიტორია, მისასვლელ გზებს უკეტავენ.

ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა. მიწის ნაკვეთების მფლობელებმა ციცაგიანთკარელებს უთხრეს, რომ საქონელი გზაზე აღარ გაატარონ.

გზა კი მდინარე აძურას მიუყვება და კალაპოტს წარმოადგენს, ასევე, როგორც მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, გაყიდულია ქარსაფარი ზოლის ტერიტორია.

ადგილობრივი საკითხის შესწავლას და დახმარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე ცდილობენ ისეთი ორგანიზაციის მოძებნას, რომელიც მოსახლეობას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები