ახალი ამბები
გორში მყოფ უკრაინელებს საკრებულოს წევრებმა დედის დღე მიულოცეს


გორში მყოფ უკრაინელებს საკრებულოს წევრებმა დედის დღე მიულოცეს. წელს დედის დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა, ეს დღე უკრაინაში მოძრავი თარიღია.

,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკრაინაში დედის დღე აღინიშნება მაისის თვის მეორე კვირას. წელს ეს თარიღი 8 მაისს დაემთხვა. ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა ის დედები, რომლებიც უკრაინიდან არიან ლტოლვილები'' - გვითხრა დავით რაზმაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები