ახალი ამბები
გორში ჭალის დასახლებაში კორპუსები წყლით ივსება


გორში ჭალის დასახლებაში კორპუსები წყლით ივსება. ამის მიზეზი სანიაღვრე სისტემების არარსებობაა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მთის ფერდოებიდან ჩამოსული და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მოსული ნალექი მთლიანად კორპუსების სარდაფებში ჩაედინება.



ფოტოები გადაღებულია თამარ მეფის გამზირზე, მეხუთე კვარტლის 23-ე კორპუსში. ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი 3 წლის წინ დააგეს. პროექტის მიხედვით, სანიაღვრე სისტემა არ იყო გათვალისწინებული.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საჭიროა ეზოს სიმაღლის დონე მაღლა აწიოს.

,,გზა რომ გაკეთდა, ის გზა მაღლა მოექცა, ჩვენი ეზო კი ქვემოთ დარჩა. ამიტომ, ამაში უნდა მოგვეხმაროს მერია, რომ ეზო მოწესრიგდეს'' - გვითხრეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები