ახალი ამბები
გორში ტერაბანკის ახალი სერვისდესქი გაიხსნა /R/
ტერაბანკი რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს. მაისიდან გორში მომხმარებლებს ახალი სერვისდესქი ემსახურება და დაინტერესებულ პირებს სრულ საბანკო სერვისს სთავაზობს.

სერვისდესქი გოგებაშვილის N2-ში მდებარეობს. იქ მისულ მომხმარებლებს კი მყუდრო გარემო, განსაკუთრებული სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მეგობრული და უშუალო პერსონალი, მათზე მორგებული პროდუქტები და შეთავაზებები ხვდებათ.

„დისტანციური მომსახურებების განვითარების მიუხედავად, ფილიალები და სერვიდესქები კვლავ რჩება იმ სივრცეებად, სადაც საბანკო სერვისების მიღება განსაკუთრებით ბევრი ადამიანისთვისაა კომფორტული. შესაბამისად, ჩვენთვის ქსელის გაფართოება ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია და გორის სერვისდესქის გახსნაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს ჩვენი სერვისებით სარგებლობის მეტი შესაძლებლობა ექნებათ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

გორის სერვისდესქში 8 თანამშრომელია დასაქმებული. იგი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იღებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი სერვისდესქის გარდა, გორში ტერაბანკის მომსახურებებით სარგებლობა სტალინის N29-ში მდებარე ფილიალშიცაა შესაძლებელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები