ახალი ამბები
დასვენება და გართობა გორში - კვლევა
ბოლო 1 წელიწადში გორის მუნიციპალიტეტში 18 ისეთი სკვერი გაკეთდა, რომელიც ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამჟამად, ორი სკვერი ასე გამოიყურება. ერთგან ნარ-ეკალი ხარობს, მეორეგან - ჭაობი დადგა.

რა მდგომარეობაა დანარჩენი სკვერებში, ამ ეტაპზე უცნობია. საბავშვო სკვერების მდგომარეობა დიდ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რამდენიმე სკვერში ატრაქციონები არ არის უსაფრთხო ბავშვებისთვის, რადგან სასრიალოდან ჩამოსული ბავშვი პირდაპირ ქვაფენილზე ეცემა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, პანდემიამდე გორში კვლევა ჩაატარა ახალგაზრდულმა სააგენტომ. ამ კვლევის მიხედვით, ასეთი სკვერები საერთოდ არ აინტერესებს ახალგაზრდებს.

კვლევისთვის საინტერესო იყო იმის გარკვევა, თუ ძირითადად რა ტიპის გასართობ აქტივობებში არიან ჩართული გორის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდები.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტები ყველაზე ხშირად დროს მეგობრებთან ერთად ატარებენ (70%), უსმენენ მუსიკას (45%) და კითხულობენ წიგნს (43%). სხვა ტიპის აქტივობები კი კიდევ უფრო იშვიათად დასახელდა.

კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ მუნიციპალიტეტში არსებული გართობადასვენების შესაძლებლობით, გამოკითხული ახალგაზრდების 44% პასუხობს, რომ უკმაყოფილო ან სრულიად უკმაყოფილოა.

კმაყოფილებას (კმაყოფილი ან სრულიად კმაყოფილი) რესპონდენტთა 18% გამოთქვამს, მესამედზე მეტი (39%) კი ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული გართობადასვენების მდგომარეობით არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილოა.

ზოგადად, გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარი (50%) თვლის, რომ დასვნებამათთვის პრობლემურია, დაახლოებით მეოთხედი (24%) მეტ-ნაკლებად პრობლემურად მიიჩნევს, ასევე მეოთხედი (25%) - ნაკლებად პრობლემურად.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 49% თვლის, რომ გართობა პრობლემური საკითხია, 26% საკითხს მეტ-ნაკლებად პრობლემურად აფასებს, ხოლო მეოთხედი (25%) - ნაკლებად პრობლემურად.
.



საკუთრი ფოტოები:

1. ფოტო - ქვახვრელი
2. ფოტო - გორი, ჭალის დასახლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები