ახალი ამბები
1 ვაშლი 1 ლარად - გორის ახალგაზრდული ცენტრის საქველმოქმედო აქცია


დღეს გორის თეატრის ეზოში გაიმართა აქცია - ,,1 ვაშლი მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრისთვის''.

ორგანიზატორი იყო გორის ახალგაზრდული ცენტრი.

ორგანიზაციის დამფუძნებლის, რეზო კერესელიძის თქმით, თითო ცალი ვაშლი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდეს.

შეგროვებული თანხა კი გადაირიცხება მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის ანგარიშზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები