ახალი ამბები
გორში გაიმართება დისკუსია თემაზე: დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები
რეალპოლიტიკა აგრძელებს საჯარო დისკუსიების ციკლს, რომლის მიზანია დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.

რიგით მეორე შეხვედრა 15 მაისს ჩატარდება და მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უმასპინძლებს.

შეხვედრა დაიწყება 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში და მასზე დასწრება თავისუფალია ყველა სტუდენტისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/.../1FAIpQLSeFECkkRjM.../viewform...

შეხვედრის განრიგი:

- 12:00-13:00 – მოხსენება I: როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში?
მომხსენებელი: მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების მენეჯერი

- 13:00:14:00 - მოხსენება II: კონსპირაციული თეორიები: ვინ არიან მასონები?
მომხსენებელი: აკა ზარქუა, რეალპოლიტიკას მთავარი რედაქტორი

შეხვედრები ტარდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით.

რეალპოლიტიკა წარმოადგენს არასამთავრობა ორგანიზაცია, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მედია პროექტს, რომლის მიზანია საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება. პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია დეზინფორმაციასთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა. რეალპოლიტიკას კონტენტი აერთიანებს ყოველდღიურ ახალ ამბებსა და ანალიტიკურ და მულტიმედიურ მასალებს.

Web: https://realpolitika.ge

Facebook: https://www.facebook.com/RPolitika

Instagram: https://www.instagram.com/real.politika/
Print

სტატიის გამოყენების პირობები