ახალი ამბები
გუდალეთელი ელენა მოდრეკილაძე ხუთეულში მოხვდა - კასპის სოფელ ეზატში სამოყვარულო დოღი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის ტერიტორიაზე, ძლევის მთაზე სამოყვარულო დოღი გაიმართა.

3 კმ-იან მონაკვეთზე 15 ცხენოსანი მონაწილეობდა. მათ შორის, გუდალეთელი ელენა მოდრეკილაძე. ის ხუთეულში მოხვდა.

პირველ ადგილზე ქვემო ჩოჩეთის მკვიდრი დიმა ხალიბეგაშვილი გავიდა. ხუთეულში მოხვდნენ ასევე აკო სუსანაშვილი (მეორე ადგილი) ბექა აფციაური - მესამე ადგილი და მომდევნო ადგილი ბაჩო ბედოიძეს ერგო.

შეჯიბრი გიორგობის დღესასწაულზე უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო, 12 მაისს გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები თელადგორიდან, გუდალეთიდან, ქვემო ჩოჩეთიდან და სხვა მიმდებარე სოფლებიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები