ახალი ამბები
გორის კერამიკული მუზეუმის სახელოსნოს წარმომადგენლები ბათუმის ფესტივალზე მასტერ-კლასს ატარებენ
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო, რიგით მე-13 გამოფენაში - "Expo Batumi Travel 2022" - ში იღებს მონაწილეობას.

სააგენტო ღონისძიებაზე წარმოდგენილია გორის კერამიკული მუზეუმის სახელოსნოს ნამუშევრებით.

გარდა კერემიკული ნამუშევრებისა, სტუმრებს გორელი კერამიკოსების გივი ტატულაშვილისა და ალექსი ლომიტაშვილის მასტერ-კლასების თვალის დევნების საშუალებაც ექნებათ. წარმოდგენილი საინფორმაციო მასალების საშუალებით, დამთვალიერებლები მიიღებენ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი რესტორნების, სასტუმროების, სახლ-სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ.

გამოფენა, რომელიც დღეს, 13 მაისს, ბათუმის სპორტის სასახლეში ოფიციალურად გაიხსნა, სამ დღეს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები