ახალი ამბები
კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათება მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთიდან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის, ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათების სისტემა მოეწყო.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

20 კილომეტრამდე საპროექტო მონაკვეთი, რომელიც კარალეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, მიუყვება საავტომობილო გზას. ის ჩაუვლის ძევერას და ქიწნისს, ჰკვეთს ტყვიავს, გაივლის ორი სოფლის ტირძნისსა და ბროწლეთს შორის და სრულდება ერგნეთში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დღემდე გარეგანათების სისტემა არ ყოფილა, 578 განათების წერილი დამონტაჟდა.

პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები