ახალი ამბები
გორში სამხედრო ახალგაზრდული ლაშქრობა დაიწყო
გორში დაიწყო დაწყებითი სამხედრო-სალაშქრო მომზადების მორიგი კურსი. 40-მდე ახალწვეულს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის გორის ორგანიზაციის ლეგიონერებმა გააცნეს ლეგიონის მიზნები, წესები და კურსის თემატიკა. პირველი გასვლის ფარგლებში ჩაუტარდათ ელემენტარული სამწყობრო მომზადება.

ორგანიზაციის ამოცანაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა ექსტრემალური მედიცინისა და მომიჯნავე დარგებში; კრიზისული სიტუაციებისთვის მოსახლეობის სამედიცინო მომზადება და სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კომპეტენციის და კანონმდებლობის ფარგლებში.

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან. 

არასრწულწლოვანი ლეგიონერის შემთხვევაში მშობელი თანხმობას იძლევა, რომ მისი შვილი შეუერთდება ლეგიონს და მონაწილეობას მიიღეებს ლეგიონის მიერ ჩატარებულ ფიზიკურ აქტიობებში, როგორიცაა მაგალითად: თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, დაწყებითი სამხედრო - სალაშქრო და სამეთაურო მომზადება.

წესდების მიხედვით, ახალწვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამეოდესა ფიზიკური აქტიობების მოთხოვნებს, არ აქვს გადატანილი მძიმე ოპერაცია, არ აწუხებს ასთმა და ალერგიის რთული ფორმები.

ლეგიონის საველე შეკრება არ არის გასართობი ღონისძიება, ამიტომ მონაწილეთა ქცევა რეგულირდება გარკვეული წესებით და მათი დარღვევა გამოიწვევს მთლიანად რაზმის, ან მისი ცალკეული წევრის დასჯას.

ახალწვეულს ეკრძალება:

ბრძანებაზე არდამორჩილება. ახალწვეული ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურის ბრძანებას. აქ არ გაიცამა შეურაცხმყოფელი და უსაფრთხოების დამრღვევი ბრძანება.

- გინება და ბილწსიტყვაობა. ასევე სასურველია თუ პირადი შემადგენლობა საუბარში მოერიდება ბარბარიზმებს და სლენგს.

- მეორე რეკრუტის დაცინვა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლეგიონში მეგობრული გარემოა და მსგავსი დარღვევები დაუყოვნებლივ აღიკვეთება.

- ხმის დისციპლინის დარღვევა. იგულისხმება: ხმამაღალი საუბარი, რაციის არასწორი გამოყენება და ა.შ.

- ლეგიონერები ზედმეტი ხმაურის გარეშე გადაადგილდებიან და მოქმედებენ.

- პირადი სასწავლო იარაღის მიტოვება. ნაგვის დაყრა; პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი; გარეშე პირის მეთაურთან შეუთანხმებელი წამოყვანა; ყველა სახის სპირტიანი სასმელების წამოღება და მიღება; ძაღლის და სხვა შინაური ცხოველების წამოყვანა; დანის და კანონით აკრძალული, ან ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა საგნების წამოღება ფოტო-ვიდეო-აუდიო გადაღება. ამ ჩანაწერებს მხოლოდ ლეგიონი აკეთებს.

შეკრებაზე დაგვიანება. ადგილზე უნდა იმყოფებოდეთ დათქმულ დროზე 5 წუთით ადრე. გაუმართლებელ რისკზე წასვლა. მაგ: გზიდან გადმოხტომა, კლდის პირას მისვლა და ა.შ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები