ახალი ამბები
გორში მიმდინარეობს შეხვედრა დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების საფრთხეებზე
რეალპოლიტიკა აგრძელებს საჯარო დისკუსიების ციკლს, რომლის მიზანია დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.

რიგით მეორე შეხვედრა დღეს 15 მაისს ტარდება და მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

-  როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში?

მომხსენებელი: მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების მენეჯერი

- კონსპირაციული თეორიები: ვინ არიან მასონები?

მომხსენებელი: აკა ზარქუა, რეალპოლიტიკას მთავარი რედაქტორი

შეხვედრები ტარდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები