ახალი ამბები
ბორჯომში ავარიას 1 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე ავარია მოხდა.

დაიღუპა 1 მოსწავლე, მსუბუქად დაშავდა - 3. შემთხვევა სოფელ ჩითახევთან მოხდა.

"შემთხვევის ადგილიდან სამი ახალგაზრდა შემოიყვანეს. მათგან ერთი 20 წლამდე გოგოა, ბიჭები 25–26 წლისები არიან. სამივეს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღმოეჩინათ სათანადო მედიკამენტური დახმარება. ბიჭებს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ, ნაკაწრები და ექსკორიაციები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოს აქვს მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა და იგეგმება ოპერაცია. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში ბიჭებს გავწერთ",– უთხრა ექიმმა ინტერნეტგამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭეს''.

თავდაპირველი ინფორმაციით ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

ამჯერად კი თვითმხილველები ყვებიან რომ, საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთ–ერთმა, საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი ახალგაზრდა იჯდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. იგი ბორჯომის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები