ახალი ამბები
შიდა ქართლში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 1 შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 1 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაავადება ხაშურის ერთ-ერთ სოფელში, 38-წლის ქალს დაუდასტურდა.

წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევები ახალციხის მუნიციპალიტეტშიც დადასტურდა. 13 მაისის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 6 შემთხვევა დადასტურდა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია.

გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები