ახალი ამბები
ცნობილია იმ მომღერლების ვინაობა, ვინც 26 მაისს გორში იმღერებს
26 მაისის აღსანიშნავად, გორში კონცერტი გაიმართება.

იმღერებენ: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, მაგდა ნიკოლაიშვილი, გიორგი ნადიბაიძე, ბენდი მიქსტურა და ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად.

მიწვევა საფეხბურთო კლუბს ,,გორი'' მიაწოდეს, რომელმაც ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

,,გორში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები ისტორიული გამოფენები ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები სპორტული აქტივობები კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები'' - აღნიშნულია ,,გორის'' განცხადებაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები