ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ხცისში 57 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
შიდა ქართლის პოლიცია ხაშურის სოფელ ხცისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

დაკავებულია 34 წლის მამაკაცი, რომელმაც პრეს-სამსახურის ცნობით, 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს.

57 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

,,სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები