ახალი ამბები
26 მაისთან დაკავშირებით გორში სამზადისი უკვე დაიწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გორის ქუჩებში დილიდან სამზადისია.

მიმდინარეობს სცენისა და სხვადასხვა დეკორაციის მონტაჟი. ღონისძიებების გამო, შესაძლოა შეიცვალოს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები.

დაგეგმილია მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები,  სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები,

საღამოს დასკვნითი კონცერტი: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, მაგდა ნიკოლაიშვილი, გიორგი ნადიბაიძე, ბენდი "მიქსტურა" და ოთო ნემსაძე ბენდთან "ლიმბოსთან" ერთად.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები